რუსეთში შაჰიდების, ისკანდერებისა და კალიბრებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მწარმოებელი სამხედრო ქარხანა – ВНИИР-Прогресс უკრაინელებმა ფლამინგოთი დაბომბეს.
საწარმო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თავდასხმის შედეგად ობიექტი ამ დრომდე იწვის.
აღნიშნული ქარხანა რუსული არმიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროდუქციას უშვებდა. კერძოდ, იქ იწარმოებოდა დაბრკოლებამედეგი სანავიგაციო მოდულები Комета, რომლებსაც რუსეთი დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების დასამზადებლად იყენებს. ეს კომპონენტები ინტეგრირებულია ისეთ შეიარაღებაში, როგორიცაა შაჰედის ტიპის დრონები, „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ რაკეტები, ასევე ავიაბომბების მართვადი მოდულები.
















