უკრაინელებმა რუსეთის რამდენიმე ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს, – ინფორმაციას რუსული Telegram-არხები ავრცელებენ.
ფაქტს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც.
მათივე მტკიცებით, ღამით რუსეთის ფედერაციის თავზე 21 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ოკუპანტების თქმით, 14 დრონი ბელგოროდის, 5 ვორონეჟის, თითო-თითო დრონი კი ასტრახანისა და კალუგის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.


















