უკრაინის მიერ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, ვასილი სკირნევსკი, რომელიც მსახურობდა მე-8 საერთო-საჯარისო არმიის სარდლობის კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსად, ლიკვიდირებულია 30 ივნისს ოკუპირებულ დონეცკზე განხორციელებული იერიშის შედეგად, რის შედეგადაც მე-8 არმიის ბაზა სრულად განადგურდა.
მასთან ერთად კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანია ლიკვიდირებული, მონაცემები მათ შესახებ ზუსტდება.








