რუსულმა ძალებმა 5 აგვისტოს ღამეს უკრაინას Shahed-ის ტიპის 24 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიას პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს.
უკრაინელებმა დრონები კიევის, ვინიცას, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმის, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.