უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 21 დრონი გაუშვეს.

რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი – რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება