უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 17 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 17 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 23 დრონი და 2 X-59/69 მართვადი რაკეტა გაუშვეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები ნიკოლაევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვისა და ჟიტომირის ოლქებში გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაშიწევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დასაერთებლად, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი დროებით ძველი გზით იმოძრავებს
შემდეგი სტატია„გლოვოს“ კურიერის დაჭრის საქმეზე შსს-მ ძებნილი პირი დააკავა