ტაურიის რეგიონის თავდაცვის ძალების გაერთიანებული პრესცენტრის წარმომადგენელი ალექსანდრ შტუპუნი ამბობს, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ზაპოროჟიეს ოლქში, სოფელ რობოტინთან კიდევ 1.5 კვ.კმ.ფართობის ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს.
„ვაგრძელებთ მცირე წინსვლას რობოტინოს რაიონში. უკრაინელმა მებრძოლებმა კიდევ დაახლოებით 1.5 კვ.კმ. ფართობის მიწა გაათავისუფლეს“, – განაცხადა ალექსანდრ შტუპუნმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
მისივე თქმით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ზაპოროჟიეს მიმართულებით.
„რუსები უკრაინული მიწის ყოველ მეტრს ეჭიდებიან. ვერ ვიტყვით, რომ მტერი გარბის, ყველაფერი მძიმე ბრძოლების ფონზე ხდება“, – აღნიშნავს ის.