უკრაინელებმა ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე კიდევ ერთი საჰაერო იერიში მიიტანეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. განადგურებულია ოკუპანტების კიდევ ერთი სარაკეტო სისტემა და სამხედრო პერსონალი. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის დაცვის სპიკერმა, ნატალია ჰუმენიუკმა ისაუბრა.

“მთელი ღამის განმავლობაში კუნძულზე 10 მიზნობრივი დარტყმა განხორციელდა. ჯერ კიდევ ვარკვევთ შედეგებს, თუმცა, ვიღებთ ინფორმაციას, რომ კიდევ ერთ Pantsir S1 სარაკეტო სისტემას მოხვდა რაკეტა”. – თქვა ჰუმენიუკმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ცნობით, უკრაინელი სამხედროები შავ ზღვაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე დარტყმეს აგრძელებენ.

მისი თქმით, ოკუპანტები კუნძულზე საზენიტო მოწყობილობებით და სარაკეტო არტილერიით შეიარაღებულ დანაყოფს ათავსებენ.

“[კუნძულზე] არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების სამი დანაყოფი. ამის გარდა, იქ არის რუსეთის ფედერაციის სანაოსნო ჯგუფი და სპეცდანიშნულების რაზმი. ეს ოპერაცია გრძელდება. ხანძრის შედეგად დაზიანებულია ობიექტები და ოპერაცია გაგრძელდება კუნძულ ზმეინის სრულ გათავისუფლებამდე”. – თქვა ბუდანოვმა.

banner
წინა სტატიაშიარახამიას და გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი – მეორე ფრონტის გახსნის იდეა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა – ვოლსკი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა