უკრაინელებმა ოკუპირებულ ლუგანსკში სარკინიგზო ხიდი დააზიანეს, რომელიც რუსული ლოჯისტიკისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხი Exilenova+ ავრცელებს.
ტელეგრამ არხის ცნობით, მასზე თავდასხმა 26 ივნისს მოხდა. ხიდი ოკუპირებული ლუგანსკის დაბა საბოვკაში მდებარეობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლოჯისტიკაში ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებს შორის.


















