Укрінформ-ის ინფორმაციით, უკრაინელებმა ოკუპირებულ დონეცკში ФСБ-ის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს – ლიკვიდირებულია 12 ოფიცერი.
მათივე ცნობით, UMD შტაბი, რომელიც უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს, კონტრდაზვერვის სამსახურის შემადგენლობაში არსებული ოპერატიული სპეცქვედანაყოფია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის ფუნქციონირებს როგორც სპეცრაზმი, რომელიც ასრულებს ცალკეულ საომარ ოპერაციებსა და დავალებებს.
ოპერაცია დაგეგმეს უპილოტო სისტემების ძალების ღრმა დარტყმების ცენტრის სპეციალისტებმა, უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსის „აზოვის“ სპეციალისტებთან ერთად. დარტყმები განხორციელდა პირველი საოპერაციო ცენტრის MiddleStrike “ჩიტების” საშუალებებით, უპილოტო სისტემების ძალების ახლადშექმნილი ღრმა დარტყმების ცენტრის კოორდინაციით.
















