უკრაინელებმა მტერს ბახმუტთან უკან დაახევინეს – გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის წარმომადგენლის ოლექსანდრ კოვალენკოს ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებულად შეუტიეს ბახმუტის მიმართულებაზე:

“გვაქვს წარმატებები ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით, შეტევით მიმართულებებზე, კონკრეტულად, ბელა გორა-ანდრეევკას მიმართულებაზე, სადაც აღებულ პოზიციებს ვამაგრებთ”, – განაცხადა მან ტელემარათონის ეთერში.

ამავე დროს, მან დაადასტურა, რომ ოკუპანტები ისევ უტევენ ლიმანის, ავდეევკისა და კუპიანსკის მიმართულებით, თუმცა, უკრაინელები ამ შეტევებს იგერიებენ.

banner
წინა სტატიაშიშოლცი – ბევრი ადამიანია, ვისთან ერთადაც წავიდოდი სალაშქროდ, მათ შორის მაკრონთან, სანჩესთან, ვისთან ერთადაც არ წავიდოდი – პუტინია
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – გულითადად ვულოცავ საფრანგეთს 14 ივლისს, ეს დღე არის შთაგონების წყარო ყველა ერისა და ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფლებისა და ევროპისაკენ ისწრაფვის