უკრაინის უშიშროების ძალებისა და სამხედრო დაზვერვის უწყებამ ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ვოლგოგრადის რეგიონში, მარინოვკას სამხედრო აეროდრომზე გაანადგურეს Su-34-ის ტიპის 2 საფრონტო ბომბდამშენი, დამატებით 2 კი დააზიანეს.
დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება – დიდი ალბათობით, დივერსიული ჯგუფების ნამოქმედარია, რომელთაც სავარაუდოდ, FPV კამიკაძე დრონებით განახორციელეს თავდასხმები.