უკრაინელებმა კიდევ ერთი საერთო სასაფლაო სუმში აღმოაჩინეს

უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების რიცხვი იზრდება – სუმში ადგილობრივებმა კიდევ ერთი საერთო სასაფლაო აღმოაჩინეს. ამ წუთებში 50-მდე ცხედრის ექსჰუმაცია მიმდინარეობს.

უკრაინული მედიის ცნობით, აქაც, როგორც ბუჩასა და ბოროდიანკაში, ყველა ცხედარს ხელები აქვს ზურგს უკან შეკრული და შუბლის არეში ნატყვიარი აღენიშნებათ.

“ზუსტი მონაცემები არ ვიცით, ბევრი დაკარგულად ითვლება. ახლა ვეძებთ ადამიანებს. შეიძლება ტყვედ აიყვანეს ან დახოცეს. საერთო საფლავსაც მივაგენით, არ ვიცით ვინ დაკრძალა ეს ცხედრები, ან ვის ეკუთვნის”, – ამბობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშილუგანსკის რეგიონში რუსებმა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას კვლავ ცეცხლი გაუხსნეს
შემდეგი სტატიაკიევზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა