33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

უკრაინელებმა კიბერშეტევით რუსულ საჰაერო თავდაცვას მოსკოვის ოლქში საკუთარი Su-57 ჩამოაგდებინეს

უკრაინელებმა კიბერშეტევით რუსულ საჰაერო თავდაცვას მოსკოვის ოლქში საკუთარი Su-57 ჩამოაგდებინეს. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.

InformNapalm-ის ცნობით, ჩამოგდებული ხომალდი იყო Su-57 – რუსეთის მე-5 თაობის გამანადგურებელი, რომელსაც რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ივნისში „მსოფლიოში საუკეთესო“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული Telegram არხები კატასტროფის მიზეზად საკუთარი ცეცხლით ჩამოგდებას (friendly fire) ასახელებდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ინციდენტი „ტექნიკურმა გაუმართაობამ“ გამოიწვია.

InformNapalm-ის თანახმად, Su-57-ის დაკარგვა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული კომბინირებული HUMINT (ადამიანური რესურსებით დაზვერვა) და CYBINT (კიბერდაზვერვა) ოპერაციის შედეგი იყო. ჯგუფმა აღნიშნა, რომ კოორდინირებულმა კოგნიტურმა და კიბერმოქმედებებმა იმოქმედა „ბარს-მოსკოვის“ საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟის მუშაობაზე და სისტემა რუსულივე თვითმფრინავის წინააღმდეგ მიმართა.

banner
წინა სტატიაშიყულევის სანქცირება ხელისუფლების უმოქმედობის პასუხია- გედევან ფოფხაძე
შემდეგი სტატიაბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი