უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმში დროებით ოკუპირებულ „გვარდეისკოეს“ აეროდრომს დაარტყეს.
ზარალის მასშტაბი, ამ დროისთვის, უცნობია.
სამხედროების ცნობით, „გვარდეისკოე“ ყირიმში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო აეროდრომია, რომელიც გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური და საზღვაო ავიაციის თვითმფრინავების განსათავსებლად, საბრძოლო ფრენების მხარდასაჭერად, ლოჯისტიკისა და თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის.
გარდა ამისა, გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში, გუსელნიკოვოს მახლობლად, მდინარე გრუზსკი იალანჩიკზე გამავალ საავტომობილო ხიდსა და სტარომარიევკას მახლობლად, მდინარე კალმიუსზე გამავალი საავტომობილო ხიდს დაარტყეს.
გენშტაბის ცნობით, დარტყმა განახორციელეს დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქებში მდებარე საბრძოლო მასალის სამ საწყობზე.


















