უკრაინელებმა იზიუმთან ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი ააფეთქეს – ობიექტი სრულად განადგურდა

რუსული ჯარები აგრძელებენ დანაკარგებს ხარკოვის მახლობლად და ცდილობენ დაუბრუნდნენ ძველ პოზიციებს. ამჯერად შეიარაღებულმა ძალებმა ააფეთქეს ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი იზიუმთან.

ვიდეო ინტერნეტში დღეს გამოქვეყნდა. მებრძოლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ უკრაინის დარტყმის შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალის საცავის დიდი ტერიტორია აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის არმიამ თავისი ძალისხმევა მიმართა ხარკოვის მახლობლად მდებარე პოზიციების აღსადგენად, რომელიც უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევის დროს დაიბრუნეს.

banner
წინა სტატიაშილიზ ტრასი – მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო
შემდეგი სტატია„აზოვსტალის“ მებრძოლის ცოლი – ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა