უკრაინაში, წინასწარი ინფორმაციით, პოკროვკის მიმართულებაზე, ლიკვიდირებულია რუსეთის მხარეს მებრძოლი რაზმი, რომელიც ოსი ბოევიკებით იყო დაკომპლექტებული.
სულ მოკლულია 11 ოსი ბოევიკი, მათი უმრავლესობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდანაა. მოკლულთა შორისაა ალან ბეროევი. მისი სახელი და გვარი ფიგურირებს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სასტიკი წამებისა და მკვლელობის საქმეში.
შეგახსენებთ, 2009 წელს, არაოფიციალური ინფორმაციით საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სპეცოპერაცია ოკუპირებული სამაჩაბლოს რამდენიმე სოფელში ერთდროულად ჩაატარეს, სადაც ანწუხელიძის წამებაში მონაწილე და იდენტიფიცირებული ბოევიკები ცხოვრობდნენ.
ოსური მხარე დღემდე სწორედ საქართველოს სპეცსამსახურების ნაელავად მიიჩნევს ფორმით ერთნაირ სამ ტერაქტს, რა დროსაც სამი პირი სხვადასხვა სოფელში სახლიდან მოშორებით მდგარ ფეხსალაგში (საპირფარეშოები სოფლად) რამდენიმეწუთიანი ინტერვალით აფეთქდნენ და დაიღუპნენ.
ალან ბეროევი:


















