25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

უკრაინელებმა დონეცკში დრონებით დაბომბეს სამხედრო ბაზა

უკრაინელებმა დონეცკში დრონებით დაბომბეს სამხედრო ბაზა, სახელწოდებით „საროსკიპო“ – „სომალის“, „რუბიკონისა“ და 51-ე არმიის მე-9 მოტომსროლელი ბრიგადის ხელმძღვანელი შემადგენლობის ბაზა”.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი ავრცელებს და წერს: „როგორი ცხოვრებაც აქვთ ჭიებს, ისეთივე საროსკიპოები აქვთ“.

მისივე ინფორმაციით, 15-16 ივნისის ღამეს, უკრაინამ მოწინააღმდეგის ოპერატიულ ზურგში დრონებით გაანადგურა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ოსა“, 5 სანაპირო რადიოლოკაციური სადგური ყირიმში, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საწყობები, დრონების სახელოსნოები, პირადი შემადგენლობის დროებითი დისლოკაციის პუნქტები და ლოგისტიკა.

„განადგურებული და დაზიანებული ობიექტების სია:
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ოსა“ – დასახლებული პუნქტი სპარტაკი, დონეცკის ოლქი;
ჰაბი „საროსკიპო“ („სომალის“, „რუბიკონისა“ და 51-ე არმიის მე-9 მოტომსროლელი ბრიგადის ხელმძღვანელი შემადგენლობის ბაზა) – ქ. დონეცკი (სბს-ის 414-ე ცალკეული ბრიგადის „მადიარის ფრინველები“ მე-9 ბატალიონი „კაიროსი“).
შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის თავშესაფარი (მე-3 არმიის კორპუსის 72-ე მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფი) – დ.პ. დებალცევო, დონეცკის ოლქი.
სანაპირო რადიოლოკაციური სადგურები:
დ.პ. სტერეგუშჩე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა;
დ.პ. სნიჟნოე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა;
დ.პ. ტარხანკუტი, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა;
დ.პ. პორტოვოე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა;
დ.პ. სევერნოე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა.
თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების პილოტების დროებითი დისლოკაციის პუნქტი – როზდოლი, ზაპორიჟიეს ოლქი.
მძიმე დრონების საბრძოლო მასალის სახელოსნო (მოხალისეთა კორპუსის მე-14 ცალკეული სადაზვერვო-შტურმის ბრიგადა) – დ.პ. სოკოლოგირსკი, ლუგანსკის ოლქი.
დრონების საწყობი (მე-5 არმიის 60-ე მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფი) – ქ. მარიუპოლი, დონეცკის ოლქი.
მტრის ლოგისტიკური ტრანსპორტი – ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის ოლქები.
შურისძიების კონვეიერი მუშაობს”,-წერს რობერტ „მადიარ“ ბროვდი

banner
წინა სტატიაშიტრამპი: მალე შევძლებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლებას
შემდეგი სტატიაFOX News: FBI-მ თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებაზე დრონებით თავდასხმა აღკვეთა