უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში, ვუჰლედართან, თავდასხმის დროს, რუსი საზღვაო ქვეითები გაანადგურეს. ლიკვიდირებულია რუსეთის არმიის 155-ე ცალკეული გვარდიის საზღვაო ბრიგადის თავდასხმის რაზმის მეთაური, ოლექსი ზინენკო.
ზინენკოს ლიკვიდაცია დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა ანატოლი შტეფან შტირლიცმა და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.