უკრაინელმა მებრძოლებმა ერთერთი საარტილერიო იერიშის დროს ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი მიხეილ ლუჩინი მოკლეს.
ლუჩინი, რომელიც ტელეგრამ-არხ “Миша на Донбассе”-ს ადმინი იყო, მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით ცნობილი, რაც მისი არხი ჰაკერებმა გატეხეს და 25.000 აშშ დოლარის სექს-სათამაშოები შეუკვეთეს.
ლუჩინი დონეცკის ოლქის დასახლება კრასნოგოროვკასთან, 20 ივლისს მოკლეს – ამის შესახებ რუსი სამხედრო კორესპონდენტები იტყობინებიან. აღსანიშნავია, რომ ოკუპანტთა პოზიციებს, სადაც აწ კობზონის კონცერტზე დარბაზში, წინა რიგებში მჯდარი ბლოგერი იმყოფებოდა, უკრაინელებმა ადგილობრივი წარმოების ტანკსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით (“სტუგნა”) შეუტიეს.