რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან 865კმ-ის მოშორებით, ჩუვაშეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარში დაიბომბა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საწარმოები, რომლებიც ამზადებენ სანავიგაციო ტექნიკას რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის და ასევე სხვადასხვა ტიპის ელექტრონულ მოწყობილობებს.
„ასტრა“ იუწყება, რომ ქარხანა რუსული არმიისთვის „კომეტას“ სატელიტური სიგნალის მიმღებებს აწარმოებს, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონებს უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისგან იცავს.
უკრაინული კამიკაძე დრონების მიფრენის შედეგად გამოწვეული შიშის ფონზე ოკუპანტებმა შეაჩერეს ფრენები ყაზანის, ნიჟნი ნოვგოროდის, სარატოვისა და ტამბოვის საერთაშოეისო აეროპორტებში. ობიექტებზე დრონების პირდაპირი მოხვედრის ამსახველი კადრები ინტერნეტშიც გავრცელდა.