22 აგვისტოს ღამეს, უკრაინამ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობსატუმ სადგურ უნეჩაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაურის, რობერტ ბროვდის (მეტსახელი მადიარი) თქმით, სპეცოპერაციის ფარგლებში 14 დრონი-კამიკაძე იყო გამოყენებული.
















