უკრაინელებმა ბალტიის ზღვაზე და პრიმორსკის პორტში, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს – დაზიანებულია რუსული სარაკეტო ხომალდი კარაკურტი, საგუშაგო კატერი და ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთი ტანკერი.
მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა პორტის ინფრასტრუქტურასაც.
“მინუს კიდევ ერთი რუსული ფრთოსანი რაკეტების გადამზიდი. გენერალ-მაიორმა ევგენი ხმარამ მომახსენა პრიმორსკის პორტის ობიექტებზე წარმატებული დარტყმის შესახებ. ეს იყო ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ცენტრის, დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და მესაზღვრეების ერთობლივი ოპერაცია. მადლობა ყველას, მეომრებო, კოორდინირებული მუშაობისთვის!
თითოეული ასეთი შედეგი ზღუდავს რუსეთის საომარ პოტენციალს. უსაფრთხოების სამსახურთან შევათანხმე დამატებითი, სრულიად სამართლიანი პასუხები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე რუსეთის მიერ მიტანილ დარტყმებზე. რუსეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაასრულოს ეს ომი. ომის გაჭიანურება კი მხოლოდ ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების მასშტაბების გაზრდას გამოიწვევს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის!“,- ნათქვამია პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.













