უკრაინელი მებრძოლები ისევ ფლობენ ინიციატივას ბახმუტის მიმართულებაზე და “თავდაჯერებული ტემპით მიიწევენ წინ”.
ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აღმოსავლეთ დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ სერგეი ჩერევატიმ “ტელემარათონის” ეთერში განაცხადა.
“ჩვენი ძალები გმირულად იბრძვიან ბახმუტის მიმართულებაზე. ზოგ შემთხვევებში მტერი საბრძოლო მასალების რაოდენობით ჩვენ გვჯობნის, ამიტომაც, ასეთ შემთხვევებში გვშველის მხოლოდ ჩვენი საბრძოლო განსწავცლულობა, მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა.
აქედან გამომდინარე, წინ მივიწევთ ნელი, მაგრამ თავდაჯერებული ტემპით, პირადი შემადგენლობის გაფრთხილებით – ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სერგეი ჩერევატიმ.
მან არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში ოკუპანტებმა, შესაძლოა, ბახმუტი დატოვონ, უკრაინის არმიის გამუდმებული საარტილერიო შეტევების ფონზე.