გუშინდელი ღამის განმავლობაში “შაჰიდების” სამიზნე ზაპოროჟიის ოლქი და ქალაქი მიკოლაევი გახდნენ, მანამდე კი უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მიიტანეს იერიში.
გავრცელდა ინფორმაცია სევასტოპოლისა და ჯანქოის რაკეტებით დაბომბვის შესახებ, ასევე თავდასხმის შესახებ აეროდრომ “ბელბეკზე”. გადაკეტილი იყო ყირიმის ხიდი, დაიბომბა კურსკიც, ხოლო ბელგოროდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ შვიდი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.