უკრაინელებმა 3 რუსი ჯარისკაცი დააკავეს, რომლებიც სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ

უკრაინელებმა რუსი ჯარისკაცები დააკავეს, რომლებიც სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, – ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება.

„ნიკოლაევის ოლქში უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიცრებმა დააკავეს სამი რუსი სამხედრო, რომლებიც იმალებოდნენ ვოზნესენსკის მიტოვებულ შენობებში. ისინი იყვნენ ჯგუფის ნაწილი, რომელიც სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დნეპროპეტროვსკის ოლქში დააკავეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერების თანაშემწე, რომელიც პასუხისმგებელი იყო მედია პოპულარიზაციაზე და რუსული მედიისთვის სასცენო სიუჟეტებს ამზადებდა.

banner
წინა სტატიაშითამარ ტალიაშვილი და გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდნენ
შემდეგი სტატიამედიის ინფორმაციით, მოლდოვის ხელისუფლებისა და არაღიარებული დნესტრისპირეთის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს