უკრაინელებმა 2002-2025 წლებში ФСБ-ს აგენტების სია მოიპოვეს, იქ უამრავი ქართველია

ამჟამად ტალინში მყოფი პოლიტიკისა და სამხედრო საქმის ექსპერტი მამუკა მერაბიშვილი წერს, რომ უკრაინელებმა ევროპის წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებით, წარმატებით დაასრულეს შვიდთვიანი სპეცოპერაცია, რაც რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე პირების, კომპანიებისა და კრიმინალური სინდიკატების დადგენას, სიის ამოღებასა და ამ ქსელის ჩამოშლას ისახავდა მიზნად:

“ჩვენმა ძმებმა — უკრაინელებმა, ევროპის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, არამეგობარ ქვეყნებში და უშუალოდ მტრის ტერიტორიაზე ჩაატარეს უნიკალური ოპერაცია, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში მზადდებოდა.
ოპერაციის შედეგად, რუსეთის შსს-სა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული დეპარტამენტის მონაცემთა ცენტრიდან ამოღებული იქნა 2002 წლიდან 2025 წლამდე რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი პირების — მათ შორის იურიდიული სუბიექტებისა და კრიმინალური ავტორიტეტების — სრული სია.
ერთს ვიტყვი: ძალიან ცოტას სჯეროდა ამ ოპერაციის წარმატების, რომელიც შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. დანარჩენ დეტალებს უკრაინული მხარე გაასაჯაროებს.
ამ ბრწყინვალე ოპერაციით ფაქტობრივად ჩამოინგრა რუსეთის აგენტურული ქსელი, და ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთმა უახლოეს მომავალში შეძლოს მისი აღდგენა.
სამწუხაროა, რომ ამ სიაში საკმაოდ ბევრი საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი მოქალაქეც აღმოჩნდა.
ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება ველურ ოკუპანტებზე უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული.
Слава Україні!
დიდება საქართველოს!
Elagu Eesti!”, – წერს მამუკა მერაბიშვილი “ფეისბუქზე”.

banner
წინა სტატიაშიBBC-ისა და BBC News-ის გენდირექტორებმა თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატიარეპეტიტორებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი და ინტერპრეტირებულია – მინისტრის მოადგილე