უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის წარმომადგენლების ვიზიტი, რომლებიც მათი წარმოდგენაში, ანალოგიურ მდგომარეობაში არიან – მეგრელიშვილი

უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის წარმომადგენლების ვიზიტი, რომლებიც მათი წარმოდგენაში, ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა უკრაინაში საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რაღაც ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბუნებრივია, ეს არის უზარმაზარი ტრაგედია, რომლის უბრალოდ ემოციის ქვეშ ხარ ახლა და ცივი გონებით რთულია თქმა, მაგრამ ახლა უკრაინელ დეპუტატთან ერთად მოვედით და ასეთი უსაფრთხოების ზომები პრინციპში არ ყოფილაო. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის წარმომადგენლების ვიზიტი, რომლებიც მათი წარმოდგენაში ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში არიან. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, შეიძლება უფრო ადრეც იყო ამ ვიზიტის განხორციელება და ვფიქრობ, რომ რაღაც ახალი ურთიერთობის დაწყებისათვის, ამ კრიზისის დასრულების შემდეგ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაგვირეკეს, სუს-ი მუშაობს საოკუპაციო ხაზთან ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო – ხოშტარია
შემდეგი სტატიაზაპოროჟიეში უკრაინელებმა რუსების ორი რაკეტა ჩამოაგდეს ჩამოაგდეს, დაშავდა ახალგაზრდა ქალი