უკრაინელები თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით მსოფლიოს გაოცებას აგრძელებენ – უკრაინის საელჩო

რუსეთი გაჩერებას არ აპირებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სამყარო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ადგილი იყოს – საქართველოში უკრაინის საელჩო რუსეთ-უკრაინის ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩო საერთაშორისო პარტნიორებსა და მსოფლიოს ომში ჩართული ქვეყნის დახმარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თუ უკრაინას საკმარისი საბრძოლო იარაღით მოამარაგებენ, ქვეყანა პუტინის რეჟიმის დამარცხებას შეძლებს.
“ამ დღეს, 2022 წელს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ომი გრძელდება. ინგრევა სახლები. იშლება ოჯახები. ჩვენ საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ და მუდმივ საფრთხეში ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, უკრაინელები თავიანთი სიმამაცითა და გამძლეობით მსოფლიოს გაოცებას აგრძელებენ. ჩვენ ბოროტების დამარცხებამდე ვიბრძვით. საკმარისი რაოდენობის იარაღით, უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს, რადგან ვიცით ის, თუ რისთვის ვიბრძვით. იმის გამო, რომ რუსეთი გაჩერებას არ აპირებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სამყარო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ადგილი იყოს. ჩვენ იარაღით, დახმარებითა და მოქმედებების ადვოკატირებით უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ. ყოველი ძალისხმევა მნიშვნელოვანია და იგი უსაფრთხო მომავალთან გვაახლოებს. მხარი დაუჭირეთ უკრაინას“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, ტირანია ვერასდროს იზეიმებს – სუნაკი
შემდეგი სტატიანიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა