უკრაინელები რაბოტინოში ბრძოლით შევიდნენ, მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, 47-ე ბრიგადის მებრძოლები ბრძოლით შევიდნენ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანების საშუალებით.

„ჩვენი მებრძოლები ასრულებენ საბრძოლო სამუშაოებს და ანადგურებენ მტერს. საპასუხოდ, რუსები არტილერიის საშუალებით განუწყვეტლივ ბომბავდნენ რაბოტინოს. შეტაკებები გრძელდება“, – წერს ანა მალიარი.

უკრაინული მედიის ცნობით, მათ, ვინც უკვე გამოიყვანეს სოფლიდან, სამხედრო ექიმები უწევენ სამედიცინო დათვალიერებას, რის შემდეგაც ისინი უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ.

„წელიწად-ნახევარი ველოდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ხელი დავავლეთ ნივთებს, დოკუმენტებს და გავიქეცით, გზად კი ყველაფერი დავყარეთ, რადგან სიცოცხლე ყველაზე ფასეულია. შემდეგ კი ეს ბიჭები მოვიდნენ 47-ე ბრიგადიდან და ტანკებით გამოგვიყვანეს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

უკრაინული მხარის თქმით, ჯარისკაცების უსაფრთხოების მიზნით, კადრები სოფელ რაბოტინოდან მოგვიანებით გავრცელდება.

banner
წინა სტატიაშიშოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი ათენში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა