უკრაინელები ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან – პოლონეთის პრემიერი ლვოვში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკი უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა. მან თქვა, რომ ქვეყანას არ შეუძლია “მარტო დატოვოს თავისი მეზობლები” და სხვა ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მორავეცკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინის ჯარი ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის.

“ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ამ მებრძოლ სულს, ასევე ყველაზე სუსტებზე ზრუნვით. დღეს ჩვენ ვნახეთ ქალები და ბავშვები, რადგან კაცები ფრონტის ხაზზე იბრძვიან თავისუფალი უკრაინისა და ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის,- თქვა პოლონეთის პრემიერმა.

პოლონეთის პრემიერმა უკრაინის ლვოვში უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა.

banner
წინა სტატიაშირუმინეთი უკრაინას იარაღს მიაწოდებს
შემდეგი სტატიაკანადამ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა