უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებთან მთელი რიგი ტერიტორიები დაიბრუნეს და ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალი ალექსანდრ სირსკი Telegram-ზე წერს.
„ბახმუტის მიმართულება – თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ. „ედელვაისის” მე-10 შემტევი ბრიგადა რუსების პოზიციებს უტევს ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე. დაბრუნებულია მთელი რიგი ტერიტორიები და განადგურებულია მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა“, – ამბობს ალექსანდრ სირსკი.