უკრაინელ მეგობრებს არ ვურჩევდი სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ უკრაინის ხელისუფლებას არ ურჩევს მიხეილ სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნას, თუმცა, მისივე თქმით, თუ ასე მოხდა, ამან „ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს“.

„უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად არის საქართველოს მეგობარი. შესაბამისად, ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ამან გავლენა არ უნდა იქონიოს. თუმცა მე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევდი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ვიცით, როგორ დასრულდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება წინა შემთხვევაში, რა იყო ამის შედეგი. შედეგი ამ შემთხვევაშიც იქნება იგივე, როდესაც საქმე ეხება ავანტიურისტის დანიშვნას რაიმე პოზიციაზე. ბუნებრივია, შედეგი არის ყველა შემთხვევაში გარდაუვალი, უბრალოდ, ჩვენ შეგვიძლია აქ მხოლოდ რჩევებით შემოვიფარგლოთ“. განაცხადა კობახიძემ “მაესტროს” ეთერში.

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ დაუბრუნდა. სააკაშვილი კიევში ჩასვლას დღეს გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში 5 წლის ქართველი ბავშვი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო
შემდეგი სტატიაკედლები, რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ არის აღმართული, იგივე ბედს გაიზიარებს” – ციხელაშვილმა მართულხლართები ბერლინის კედელს შეადარა