ისრაელში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს ქვეყანაში კანონიერად მუშაობის უფლება მიეცემათ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საელჩომ ისრაელში გაავრცელა. გარდა ამისა, ისრაელმა უკრაინიდან იძულებით დროებით გადაადგილებულ პირებს ქვეყანაში ყოფნის ვადა 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა.
“უკრაინის საელჩოსა და ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მოლაპარაკებების წყალობით, აქამდე არსებული აკრძალვის შეცვლისა და ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა. უკრაინის საელჩო მიესალმება ისრაელის შს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ადგილობრივი კანონმდებლობისთვის უპრეცედენტოა. ამჟამად კანონიერად მუშაობისთვის საჭირო შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცედურულ საკითხებზე მიდის მუშაობა”. – წერს უკრაინის საელჩო.