უკრაინელ ჯარისკაცებს ბრიტანეთში წვრთნები უტარდებათ – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ბრიტანეთში იმყოფებიან და სწავლობენ იმ ჯავშანტექნიკის გამოყენებას, რომლითაც მისი ქვეყანა უკრაინას ამარაგებს.

“შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამჟამად ვწვრთნით უკრაინელებს პოლონეთში საზენიტო თავდაცვის სისტემის გამოყენებაში და დიდ ბრიტანეთში ჯავშანტექნიკის გამოყენებაში”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, რომლებიც მასთან ერთად მოგზაურობდნენ ინდოეთში ვიზიტის დროს.

ჯონსონის პრესმდივანმა თქვა, რომ რამდენიმე ათეული უკრაინელი ჯარისკაცი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა წვრთნაზე.

სპიკერმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას აწვდიან ახალი ტიპის აღჭურვილობას, რომელსაც ისინი შესაძლოა, მანამდე არ იყენებდნენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში 10 შეტევა მოიგერიეს, დაღუპულია 250 ადამიანი
შემდეგი სტატიავაშაძე – გვინდა ნატო? – მეტი რეფორმებია საჭირო, გვინდა ევროკავშირი? – რეფორმები და ცვლილებებია საჭირო