უკრაინელ დეპუტატს, რუსეთის სასარგებლო ინიციატივების გამო მოქალაქეობა და მანდატი ჩამოართვეს

უკრაინის რადას დეპუატატს ანდრეი არტიომენკოს, რუსეთის სასარგებლო ინიციატივების გამო მოქალაქეობა და მასთან ერთად პარლამენტის მანდატი ჩამოართვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, არტიომენკომ აშშ-ს ხელისუფლებას, პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველ მაიკლ ფლინს, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, უკრაინის ხელისუფლების დაუკითხავად გადასცა გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსეთისათვის სანქციები უნდა მოეხსნათ და უკრაინა რუსეთს შორის ნორმალიზაციის გეგმა უნდა შეემუშავებინათ.სკანდალური ამ ინიციატივაში იყო ისიც, რომ არტიომენკოს გეგმა, უკრაინის მიერ ყირიმის – რუსეთისათვის არენდით გადაცემას ისახავდა მიზნად.
სწორედ ზემოაღნიშნული თვითნებური ინიციატივების და უკრაინის სახელმწიფო ინტერესების შემბღალავი განცხადებების გამო, უკრაინის ხელისუფლებამ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მოქალაქეობაც ჩამოართვა, რაც ქვეყნის კონსტისტუციით ავტომატურად პარლამენტარის მანდატის ჩამორთმევას ნიშნავს.
ამჟამად არტიომენკოს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაც ეკრძალება. ის ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით ავსტრიას აფარებს თავს… ზოგიერთებს კი – ჯერ კიდევ აშშ-ში ეგულებათ.

banner
წინა სტატიაშიპირველად მოხდა საჯარო ფორმალური ხელისუფლების და არაფორმალური ხელისუფლების დაპირისპირება
შემდეგი სტატია7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანება იგეგმება და მხოლოდ ტერმინოლოგიურ ცვლილებასთან არ გვაქვს საქმე