უკრაინაზე თავდასხმა პროგნოზირებადი შეჭრა იყო, აგრესია რუსეთის ხელწერაა – სტოლტენბერგი

“ჩვენ შესაძლოა, შოკირებულები ვიყავით რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრით, თუმცა, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ისტორიაში აქამდე განხორციელებულ სამხედრო აგრესიებს შორის, ეს ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი შეჭრა იყო. NATO თვეების განმავლობაში დაზვერვის ინფორმაციას საჯაროდ აქვეყნებდა და მსოფლიოს პუტინის გეგმების შესახებ აფრთხილებდა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მრავალწლიანი ქცევის ნიმუშია, სადაც მოსკოვი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალებს იყენებს. ასეთია გროზნოს განადგურება, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა და ახლა უკრაინაში დაწყებული ომი.”

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დავოსის ფორუმზე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის გზავნილი თავიანთი სისტემის მოსამართლეების დამშვიდების მცდელობაა – ბოკერია
შემდეგი სტატიათურქეთს შვედეთისა და ფინეთისგან წერილობითი გარანტიების მიღება სურს „ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით – ჩავუშოღლუ