უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა

2-3 თებერვლის ღამეს რუსეთი უკრაინის დედაქალაქ კიევს, სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვს და სხვა დასახლებულ პუნქტებს თავს დაესხა. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, გაჩნდა ხანძარი და ზიანი მიადგა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

საჰაერო თავდასხმის განგაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაშავდა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, თავდასხმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოხდა – “მიზანი აშკარაა: მაქსიმალური განადგურების გამოწვევა და ქალაქის გათბობის გარეშე დატოვება ძლიერ სიცივეში,” – დაწერა ტერეხოვმა.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა ელექტროენერგიის მიწოდება გათიშა ხარკოვის რეგიონის ორ ქალაქში, იზიუმსა და ბალაკლიაში, და დააზიანა ორი საცხოვრებელი კორპუსი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სუმში.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს რეჟიმს აქეზებდნენ, მათ შორის ოკეანის გაღმიდან” – მედვედევი აგვისტოს ომზე
შემდეგი სტატია“გაუნათლებლები, ჩამოუყალიბებლები, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ” – ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ჟურნალისტებზე