უკრაინაზე კომბინირებული თავდასხმის დროს, რომელიც თითქმის ათი საათი გრძელდებოდა, რუსეთმა 18 რაკეტა და 400-მდე უპილოტო აპარატი გამოიყენა

უკრაინაზე კომბინირებული თავდასხმის დროს, რომელიც თითქმის ათი საათი გრძელდებოდა, რუსეთმა 18 რაკეტა და 400-მდე უპილოტო აპარატი გამოიყენა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი და მისი რეგიონი იყო, ასევე დარტყმები განხორციელდა ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქებში.

„ეს ნიშნავს, რომ საჭიროა დაჩქარება. ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ სანქციების კუთხით და რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ, რათა მათ იგრძნონ თავიანთი ტერორის შედეგები. პარტნიორებმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ იარაღის წარმოებასა და ტექნოლოგიების განვითარებაში ინვესტიციების კუთხით. რუსეთის ასეთ თავდასხმებს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. ზუსტად ასე ვუპასუხებთ ჩვენც“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 10 ივლისის ღამეს რუსეთის ფედერაციამ უკრაინას 415 საჰაერო თავდასხმის საშუალებით შეუტია, რომელთაგან 178 ჩამოაგდეს, ხოლო 204 ადგილობრივად დაიკარგა ან ჩაახშეს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არ აქვს, უნდა ვიმუშაოთ სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე, ამ პოზიციაზეა ევროპარლამენტიც
შემდეგი სტატიასომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა, მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ოპოზიციური პარტია „დაშნაქცუთიუნის“ წევრია