უკრაინასთან ომის დროს რუსეთის საზღვაო ქვეითების ელიტურმა 155-ე ბრიგადამ, მინიმუმ, 234 ადამიანი დაკარგა, – იუწყებიან BBC-ის ჟურნალისტები. მათივე თქმით, ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე ამ ქვედანაყოფის დანაკარგები ჩეჩნეთთან 10-წლიანი სამოქალაქო ომის დროს.
BBC-ის ცნობითვე, უკრაინაში 155-ე ბრიგადის დანაკარგები მოიცავს არა მხოლოდ დაღუპულებს, არამედ, დაჭრილებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს და ტყვედ ჩავარდნილებსაც.
ბრიგადის ჯამურმა ზარალმა შეიძლება, 1450 ადამიანს, ანუ მთელი შემადგენლობის ნახევარს გადააჭარბოს.