უკრაინასთან დიალოგი ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ძალისხმევის დამსახურებით მოხდა -პუტინი

უკრაინასთან დიალოგის დაწყება დიდწილად ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წყალობით გახდა შესაძლებელი , – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალება, „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

როგორც პუტინმა აღნიშნა, უკრაინასთან პირდაპირი დიალოგი ალექსანდრ ლუკაშენკოს „პირადი ძალისხმევის“ დამსახურებით მოხდა.

გარდა ამისა, ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს.

„ჩვენ დასავლეთის საზღვრის დაცვის ღონისძიებები გავაანალიზეთ, ასევე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კურსი, დავაზუსტეთ ერთობლივი წვრთნების გეგმები“, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიშევთანხმდით, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების დელეგაცია უკრაინაში ერთად წავა – მანჯგალაძე
შემდეგი სტატიაჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა – კირილენკო