უკრაინაში ვიზიტის გადადება არ გვინდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოკაციები, დღის წესრიგი, სად და როგორი შეხვედრები იქნება – ოდიშარია

რამდენიმე საათში ან ერთ დღეში ალბათ, მაქსიმუმ გექნებათ ამომწურავი პასუხი პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით დეტალები განიხილეს.

რაც შეეხება მის მონაწილეობას ვიზიტში, ოდიშარია აცხადებს, რომ პოლიტიკური ჯგუფებიდან გამოიკვეთა პირთა წრე, რომელიც პრაქტიკულად ინიციატორია, აორგანიზებს ვიზიტს და მათ შორის, ერთ – ერთი ისიც არის.

“თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის ხელმძღვანელობა მიიღებს, გააჩნია საბოლოო ჯამში, რა კონფიგურაცია ჩამოყალიბდება, მთავარი არის, რომ ძალიან იშვიათია, როცა ყველა პოლიტიკური ჯგუფი და პარტიები ვთანხმდებით, რომ უნდა წარვდგეთ ერთიანი დელეგაციით, რაც იქნება დემონსტრირება დამატებით იმისა, რომ საქართველოში უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობაში არავინ არის განსხვავებულ პოზიციაზე. არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც გადაწყვეტის პროცესშია, ჯგუფი შეიკრიბა, როგორც ჩანს ეს არ იქნება ჩვენი საბოლოო შეხვედრა, შორს გადადება არ გვინდა ამ ვიზიტის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოკაციები, დღის წესრიგი, სად და როგორი შეხვედრები იქნება, რამდენიმე საათში ან ერთ დღეში ალბათ მაქსიმუმ გექნებათ ამომწურავი პასუხი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე”, – განაცხადა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიგარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რომ მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რათა მოხდეს ხელისუფლების დამხობა – მიხეილ ყაველაშვილი
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა