უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე გარდაიცვალა

უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, გია ცერცვაძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ცერცვაძის მეგობრები ავრცელებენ.

გარდაცვალების მიზეზად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ცერცვაძე მონაწილეობდა ქართული მხარის პრაქტიკულად ყველა ბრძოლაში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომშიც და დაჯილდოებულია სამხედრო მამაცობისთვის.

გიორგი ცერცვაძე 2014-2015 წლებში მოხალისეს სტატუსით იცავდა უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ერთ-ერთ ბატალიონში.

2017 წლის 15 იანვარს იგი უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

48 წლის გიორგი ცერცვაძეზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე.

თუმცა 26 იანვარს გია ცერცვაძე გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაში„არჩევნების შემდეგ მაინც არ ვიქნებით“, – მაია ცქიტიშვილი გუდაურის ტენდერში წაგებულ კომპანიას გამარჯვებულად აცხადებს?!
შემდეგი სტატიამოხსენება: აშშ-ს არმია, შესაძლებელია, რუსეთთან და ჩინეთთან ომში დამარცხდეს