უკრაინაში ვანო ნადირაძე დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, SBU-ს თანამშრომელი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი, 55 წლის ვანო ნადირაძე დაიღუპა.

მისი მეგობრების თქმით, ის ოფისიდან გასული იყო, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო და პირადი მიმოწერით დახმარება ითხოვა (“ძალიან ცუდად ვარ და მომხედეთ”), შემდეგი მესიჯით კი მისი ადგილმდებარეობა გააზიარა და დაწერა: “სასწრაფო გამოიძახეთ”.

მეგობრება სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გაგზავნეს აღნიშნულ ლოკაციაზე, რომელიც მათგან 15 კილომეტრით იყო დაშორებული და თავადაც სწრაფად გაემართნენ დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა, ადგილზე მისულებს ვანო ნადირაძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ვანო ნადირაძე ტექნოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ასევე, ახალბედა მებრძოლებს უტარებდა წვრთნებს ნაღმების აღმოჩენასა და გაუვნებელყოფაში, ჯგუფის წევრებთან ერთად ამზადებდა ნაღმებსა და დრონებს, რომლებსაც შემდგომ საბრძოლო დავალებების შესასრულებლად იყნებედნენ.

“თაიმერი” მწუხარებას გამოთქვამს ვანო ნადირაძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს მის დედას, შვილს, ოჯახის სხვა წევრებსა და ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს.

banner
წინა სტატიაშიMIDNIGHT HAMMER – ირანზე შეტევის ოპერაციის დეტალები აშშ-ის შტაბის უფროსისგან
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – „ქართულ ოცნებასთან“, როგორც არჩეულ ხელისუფლებასთან, დაპირისპირებაში ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული ქვეყნის და მოსახლეობის გეოსტრატეგიული მისწრაფებები