უკრაინაში, თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ცნობილი მეთაური, მიშა “ჩეჩენი” მოკლეს

თვითგამოცხადებული ლუგანსკის არმიის მე-11 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ კიშიკი, უფრო ცნობილი როგორც მიშა „ჩეჩენი“ მოკლეს – ამის შესახებ განცხადება ლუგანსკის თვითგამოცხადებული მთავრობის მეთაურმა, სერგეი კოზლოვმა გააკეთა.

ოკუპანტი სამხედრო აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული რუსული შეტევის დროს ქალაქ კრემენნაიასთან ბრძოლაში დაიღუპა.

კრემენნაია არის ქალაქი ლუგანსკის რეგიონის დასავლეთით, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ შეტევას უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე.

BBC წერს, რომ მიშა “ჩეჩენი” ცნობილი გახდა 2014 წელს, როდესაც ის ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ბატალიონს და იბრძოდა თვითგამოცხადებული ლუგანსკის მხარეს. მის ქვედანაყოფს არაერთხელ დასდეს ბრალი ბატალიონის მიერ დაკავებული ტერიტორიების ძარცვაში. 2016 წელს კი, როდესაც დონბასში ვითარება შედარებით სტაბილური იყო, „ნოვაია გაზეტამ“ გამოძიების დროს ვიცე-პოლკოვნიკი კიშიკი დაასახელა, როგორც კონტრაბანდისტი.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საკუთარი ეკონომიკის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 2.5 ტრილიონ რუბლს გამოყოფს
შემდეგი სტატიარუმინეთი უკრაინას იარაღს მიაწოდებს