20 მაისს კიევში დაკრძალეს ხარკოვის ოლქში, დავალების შესრულებისას დაღუპული ტერნოპოლელი ქართველი მოხალისე სერგო გორნიკაშვილი – ის მტრის ჭურვმა იმსხვერპლა.
სერგო ტერნოპოლში დაიბადა, თუმცა, 2007 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ფეხბურთს თამაშობდა, 2019 წელს კი მწვრთნელის ლიცენზია აიღო და ბავშვებს წვრთნიდა. ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა. დაჯილდოებულია რამდენიმე მედლით.
სერგო გორნიკაშვილი 20 მაისს, კიევში დაკრძალეს. მას დედ-მამა, ცოლი, ორი გოგო და ერთი ბიჭი დარჩა.