27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე იერიშის გამო, აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა

აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება დმანისში მომხდარ ფაქტზე

უკრაინაში, SOCAR-ის ავტოგასამართ სადგურზე განხორციელებული თავდასხმის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ ევდოკიმოვი დაიბარეს.

აზერბაიჯანული სააგენტო „Trend“-ის ინფორმაციით, რუს დიპლომატს მკაცრი პროტესტი გადასცეს 5 ივლისს, მიკოლაევის ოლქში მდებარე სადგურზე დრონებით განხორციელებული იერიშის გამო.

ელჩთან შეხვედრისას აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება:

უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე SOCAR-ის ობიექტები რუსული იერიშების სამიზნე აქამდეც გამხდარან, რამაც კომპანიას მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა.

ბაქომ რუსულ მხარეს მოუწოდა, მომხდარ ფაქტზე ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება და წარადგინოს მოვლენების სათანადო განმარტება.

აზერბაიჯანმა რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას განაჩენზე: მართლმსაჯულება არ არსებობს, სასამართლო სანოტარო ბიუროდ არის ქცეული
შემდეგი სტატიავალუტის კურსი: ლარი დოლართან, ევროსა და გირვანქა სტერლინგთან გამყარდა