“უკრაინაში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს” – ევროკომისიის პრესსპიკერი ტრამპის განცხადებაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები კი მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰიპერის თქმით, ევროკავშირი ზელენსკის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

„ჩვენ ამ საკითხს ყურადღება უკვე მივაქციეთ, რადგან ეს განსაკუთრებული დროა. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიულად არჩეული ლიდერია და ნებისმიერი არჩევნები მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახალი არჩევნების ჩატარების დრო დადგა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ქვეყანა ომს არჩევნების თავიდან ასარიდებლად იყენებს. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელ ხალხს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს. დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ისევ ზელენსკიმ გაიმარჯვოს.

banner
წინა სტატიაში“მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის” – ზელენსკი ტრამპს
შემდეგი სტატია“ჩემი ვარაუდია, რომ ყველა მტკიცებულება შსს-დან უკვე გატანილი და გამქრალია” – სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსი