უკრაინაში სეპარატისტების მიერ ტყვედ აყვანილი ბრიტანეთის მოქალაქე პოლი ურეი გარდაიცვალა

უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ ტყვედ აყვანილი ბრიტანელი ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი, პოლი ურეი გარდაიცვალა. გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე 25 აპრილს ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად დააკავეს და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკაში ბრალი „დაქირავებულ საქმიანობაში“ წაუყენეს.

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლი ურეი „ავადმყოფობისა და სტრესის” შედეგად 10 ივლისს გარდაიცვალა.

45 წლის ურეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის მთავრობისგან სასწრაფოდ ახსნა-განმარტებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიეს არის ჩემთვის რეპუტაციულად დამაზიანებელი – მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოზე
შემდეგი სტატიაევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო – დეკემბერში საქართველოს შესახებ ანალიტიკურ ანგარიშს, 2023 წლის შემოდგომაზე კი გაფართოების პაკეტის ანგარიშს წარმოვადგენთ