უკრაინაში სეპარატისტები საბრძოლო მოქმედებებს არ წყვეტენ

უკრაინული მედიის ცნობით, უკვე რამდენიმე დღეა დონბასის რეგიონში რუსი სეპარატისტები საბრძოლო მოქმედებებს არ წყვეტენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა მარიუპოლის მიმართულებით გააქტიურეს საბრძოლო მოქმედებები, რასაც უკრაინის არმიის სულ ცოტა ერთი მებრძოლი შეეწირა.
როგორც უკრაინული მედია აცხადებს, ძირითადად ყუმბარმტყორცნებით, ნაღმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით, სროლები მარინკას, შიროკინოს და ვოდიანოეს მიმართულებით ხორციელდება. ბრძოლები მიმდინარეობს აგრეთვე დონეცკის ოლქში სვეტლოდარსკისა და ავდეევკის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიტუნისში ბერლინის ტერაქტის მომწყობის ძმისშვილი დააკავეს
შემდეგი სტატიაავღანეთში სიტუაცია გამძაფრდა–თალიბებმა 15 პოლიციელი მოკლეს